მთავარი » ქართული კინო
ქართული კინო



დასახელება: ჭამა და სექსი
გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: გიორგი ლიფონაცა, 
როლებში: ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, დიმა ტატიშვილი, გია ცინაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა ამირეჯიბი, ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, სალომე კოკუაშვილი, ნიკა წერედიანი, სოფო სებისკვერაძე, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყველაშვილი, პალიკო ნოზაძე, ეკა ქართველიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ქეთი ჩაჩუა, თიკო ბედიანაშვილი, ქეთი კანთიძე, თამთა ცხვიტავა და სტეფანე მღებრიშვილი

ფილმის შესახებ: 
ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს.



09.07.2013 | ნანახია: 713 | კომენტარი: (0) | ავტორი: ადმინი

ქართული კინო



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნატვრის ხე
გამოსვლის წელი: 1977
ჟანრი: დრამა, ქართული
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეტე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), ...

ფილმის შესახებ:
ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითობასთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი,რომელთანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს...



04.07.2013 | ნანახია: 677 | კომენტარი: (0) | ავტორი: ადმინი

ქართული კინო



დასახელება: პოკერი სიყვარულის წესებით
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
როლებში: შორენა ბეგაშვილი, ჯაბა კილაძე, დათო ქაცარავა, ჰოვანეს აზოიანი, მიქაელ (მიშო) აბრამიანი

აღწერა: ფილმიში ინტიმური, დახლართული ისტორიებია ასახული, საბედისწრო ლამაზმანების მონაწილეობით, მანქანების გატაცებით, დევნითი სანახაობებით, პოკერის მიმზიდველ და დრამატულ პაექრობით… და ეს ყველაფერი მთავრდება გამარჯვებით. ფილმის მთავარი გმირი ჰოვო მუშაობს ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მენეჯერ-მიმტანად. სატრფოს – ლილის დაბადების დღეზე ჰოვომ გადაწყვიტა ხელის თხოვნა, რასთან დაკავშირებითაც იყიდა ბეჭედი და ელექტრონულ-ლურჯი ფერის ჰალსტუხი…



04.07.2013 | ნანახია: 813 | კომენტარი: (0) | ავტორი: ადმინი

ქართული კინო



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: გიორგი სააკაძე
გამოსვლის წელი: 1942-1943
ჟანრი: ისტორიულ-ბიოგრაფიული, დრამა, საბრძოლო
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი, ი. შვეცი, კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), გაიოზ შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), არტემ ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გიორგი როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივანე პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი), გიორგი დავითაშვილი (კათალიკოსი), ალექსანდრე ეძგვერაძე (დათარსი), ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, ივანე (ვანო) თოიძე (გიგა), პეტრე მორსკოი, ელენე ჩოხელი

ფილმის შესახებ:
თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.



04.07.2013 | ნანახია: 797 | კომენტარი: (0) | ავტორი: ადმინი

ქართული კინო



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნიკო აპლოდისმენტები
ორიგინალი დასახელება: Applause for Niko
გამოსვლის თარიღი: 13 აპრილი 2011
ჟანრი: დრამა, დოკუმენტური
რეჟისორი: გიორგი ბერიძე
როლებში: ზურა ყიფშიძე, ნინა ჩორდიშვილი

ფილმის მიმოხილვა:
როგორც სცენარის ავტორი პაველ ფინი ამბობს, ეს ფილმი - აღსარებაა. ფილმის რეჟისორი გიორგი ბერიძე მსახიობისა და პოეტის იდუმალ, დიდ სამყაროს გვიხატავს; ზურა ყიფშიძე, ნიკოსთან ერთად, კიდევ ერთხელ გვაზიარებს მის უკვდავ პოეზიას. ფილმში მონაწილე ადამიანები იტყვიან ნიკოზე იმას, რაც მათგან მხოლოდ მას თუ სმენია ან რისი მოსმენაც არ დასცალდა. თეატრის და კინოს ცნობილი სახეები ამჯერად პერსონაჟებად კი არ გარდაისახებიან, არამედ საკუთარ თავს განასახიერებენ.



01.07.2013 | ნანახია: 697 | კომენტარი: (0) | ავტორი: ადმინი

« 1 2 3