მთავარი » ფოტოალბომი » 18+ სურათები » მოკლედ ანალური სექსის შესახებ

მოკლედ ანალური სექსის შესახებ

ანალური სექსი (ლათ. anus - უკნიდან მისვლა, უკანა გასავალი ხვრელი) – სქესობრივი აქტის ფორმა, როდესაც სასქესო ასო, ან ფალოიმიტატორი შეჰყავთ ანალურ ხვრელში.
ანალური სექსი კაცობრიობის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე გვხვდება. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია არაერთი ამფორა (ჭურჭელი) ანალური სექსის გამოსახულებით. ფოტოგრაფიისა და კინოს განვითერბასთან ერთად ანალური სექსი ფართოდ გახდა წარმოდგენილი პორნოგრაფიაში.
ანალური სექსი გამოიყენება ვაგინალური სექსის შეუძლებლობის, ან ასეთი სახის სექსის სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ორსულობა, დაორსულების შიში, მშობიარობისშემდგომი პერიოდი, საშოს დაავადებები, ან განვითარების ანომალიები, საქალწულე აპკის შენარჩუნებისკენ სწრაფვა და ა.შ), ან სექსუალური შეგრძნებების გამძაფრებისათვის.
არსებობს მოსაზრება, რომ ანალური სექსი შესაძლოა იყოს უამრავი ანორექტალური დისფუნქციის მიზეზი, ამასთან იგი ასწლეულების განმავლობაში ითვლებოდა ცოდვად და სექსუალურ მანკიერებად.
ანალურ სექსში არჩევენ აქტიურ და პასიურ პარტნიორს. აქტიურად ითვლება მამაკაცი, ან ქალი რომელსაც პარტნიორის ანუსში შეჰყავს პენისი, ან ფალოიმიტატორი. პასიური კი, შესაბამისად, არის მდედრობითი, ან მამრობითი სქესის პენისის ან ფალომიტატორის მიმღები ადამიანი.
ანუსის ზონა საკმაოდ მგრძნობიარეა და ადამიანის ორგანიზმში მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ეროგენულ ზონად თვლის. შესაბამისად, ანუსის სტიმულაცია სექსუალურ აგზნებას იწვევს. მამრობითი სქესის პასიურ პარტნიორს ანალური სექსის დროს აღენიშნება ზეწოლა წინამდებარე ჯირკვალზე (პროსტატაზე), რაც იწვევს დამატებით სტიმულაციას და ორგაზმს. ქალებში კი, გარკვეულ პოზებში, აღინიშნება ზემოქმედება G (გრაფენბერგის) წერტილზე, რაც აგრეთვე დამატებითი სექსუალური სიამოვნების წყაროა. აქტიური პარტნიორი (მამაკაცები) ანალური სექსის დროს იღებენ გაცილებით უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე ვაგინალური სექსის დროს, ვინაიდან ანალური სფინქტერის მოჭერა პენისზე ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე საშოს კუნთების მიერ განხორციელებული მოჭერა.
ანალურ სექსი გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, გარკვეულ რისკს ატარებს ჯანმრთელობისთვის:
ანალური სექსი შესაძლოა იყოს ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებების მომტანი იმ შემთხვევაში, თუკი ანალური სფინქტერი არასაკმარისად არის მოდუნებული, პენისი პარტნიორს შეჰყავს ძალიან სწრაფად;
ძალადობრივი, ან არაძალადობრივი ანალური სექსის დროს ანორექტალური დისფუნქციის თვალსაზრისით შედეგები ერთნაირია;
ანალური სექსის შედეგად ხშირად ვითარდება ანალური ინკონტინენცია (ანალური სფინქტერის უკმარისობა) და დეფეკაციის კონტროლის უნარის სრული, ან ნაწილობრივი დაკარგვა და ქავილი ნაწლავური შიგთავსის მუდმივი გამოჟონვის გამო;
შესაძლოა ჰემოროიდული კვანძების გადიდება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ანალური ნახეთქი და სისხლდენა.
ანალური სექსის დროს შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა ინფექციური აგენტის გადაცემა, ისეთი როგორიცაა: შიდსის, სისფილისის, ჰეპატიტის, გონორეის, ტრიქომონიაზისა და სხვა.
ანალური სექსის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე გარემოება:
უკანა გასავლის სიმსივნის, ან ნახეთქის არსებობის შემთხვევაში უმჯობესია ანალური სექსისგან თავის შეიკავოს ადამიანმა;
ანალური სექსის დროს აუცილებელია პარტნიორთან მუდმივი სიტყვიერი კავშირის ქონა, რათა ტკივილის აღმოცენებისთანავე შეწყდეს სექსუალური კავშირი;
ინფექციურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად სასურველია პრეზერვატივის გამოყენება;
ვინაიდან ნაწლავის მიკროფლორა (მაგ, ნაწლავის ჩხირი) ანთებით დაავადებებს იწვევს არა მხოლოდ ურეთრაში, არამედ ვაგინაშიც, ამიტომ ანალური სექსიდან ვაგინალურზე გადასვლისას აუცილებელია პრეზერვატივის გამოცვლა;
პენისის ანუსში უმტკივნეულოდ შეყვანისათვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ლუბრიკანტის (მაგ, ვაზელინის) გამოყენება. პრეზერვატივის ხმარებისას წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი უნდა იქნას გამოყენებული, რათა არ დაირღვეს ლატექსის (პრეზერვატის მასალა) შენება;
პენისის დიდი ზომების შემთხვევაში სასურველია შემზღუდავი რგოლების გამოყენება;
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორ ნაწლავში სპერმის არსებობას საფაღარათო ეფექტი აქვს;
ანალური სექსის წინ სასურველია, სწორი ნაწლავი ოყნის საშუალებით გასუფთავდეს განავლოვანი მასებისგან.
947 1 0.0

07.03.2014 kvaxadze

სულ კომენტარები: 1
Goga Ambalia სამშაბათი
1
გამარჯობა ქალიშვილთა რომ დავკავდე ანალური სექსით პრეზერვატივის გარეშე და შიგ რომ მოხდეს დავუშვათ სპერმა დაორსულების საფუძველი შეიძლება გახდეს?
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]