მთავარი » ფოტოალბომი » 18+ სურათები » 5 ლეგენდა სექსის შესახებ

5 ლეგენდა სექსის შესახებ

რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ გარშემომყოფებს სექსუალურ თემაზე, მაინც გვრჩება ხოლმე რაღაც უთქმელი. ყველაფერს ვერ იტყვი ადამიანი, რაც გაინტერესებს. ამიტომ შემდეგ გვიწევს სხვადასხვა საშუალებით საჭირო პასუხების მოძიება და გარკვევა. დამერწმუნეთ ყველა ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში.

ამ სტატიაში საუბარი იქნება ისეთ ”უხერხულ” თემებზე, რომლის შესახებ კითხვაც ხშირად თითოულ ჩვენგანს გვრცხვენია ან გვერიდება.

სექსზე საუბრისას ძალიან რთულია გამოყო რაღაც ისეთი, რაც ყველას მოერგება და ყველასთვის იქნება ჭეშმარიტება. ძალიან გამოცდილ და ბევრს მოსწრებულ ადამიანებსაც კი უჭირთ ზოგჯერ კონკრეტული პასუხების გაცემა. ბევრ ადამიანს აქვს რიგი ცრურწმენებისა რაც სექსთანაა კავშირში და მათ გამო შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეს ნებისმიერი. მითები სექსზე ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი თემაა მსოფლიოში, თუმცა არ ღირს მათი ერთბაშად დაჯერება.

მოდით მე გაგახსენებთ რამდენიმე მითს და მათ გასაბათილებლად არგუმენტებსაც მოგიყვანთ.

ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სექსში (ან მასთან დაკავშირებულ საკითხებში)
სიმართლე რომ ვთქვათ - ეგრე სულაც არაა. სექსუალური გამოცდილება შეიძლება მიიღოთ ერთ და საინტერესო, გრძელვადიან პარტნიორთანაც, რომელიც თქვენს სიამოვნებაზე ისევე იზრუნებს, როგორც თქვენ მისაზე.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორები ყურებამდე უნდა იყვნენ შეყვარებული ერთმანეთზე. ხომ იცით, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ასე რომ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი რამ – უმჯობესია გყავდეს ერთი და კარგად შესწავლილი პარტნიორი, რომლისგანაც შეგიძლია როგორც მიიღო ბევრი რამე, ისე გასცე. ხოლო თუ ამ დროს ამაღლებული გრძნობებიც არსებობს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთი-ორად საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

თუ შენ არც ერთხელ არ განგიცდია ორგაზმი, ესე იგი ფრიგიდული ხარ (მითი ქალურ სამყაროში)
ეს დანამდვილებით არ შეეფერება სიმართლეს! ფრიგიდულობა ძალიან იშვიათი მოვლენაა და ის გამოიხატება იმაში, რომ ქალი საერთოდ ვერ ღებულობს ვერანაირ სიამოვნებას სხეულზე კონტაქტით, ანუ აბსოლუტურად უგრძნობია ამისადმი.

ქალებში მგრძნობელობა და შეგრძნებები სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული – გარემო, პარტნიორის დამოკიდებულება და ცოდნა, განწყობა და თქვენ წარმოიდგინეთ ოთახის ტემპერატურაც კი. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გქონიათ ორგაზმი თქვენს საყვარელ ადამიანთან სექსის დროს, ესეიგი ჯერ კიდევ გრცხვენიათ სთხოვოთ პარტნიორს ის, რაც უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ.

იყავით თამამები – სექსი ურთიერთგაგების ერთ ერთი სახეობაა.

პირველი აქტის დროს ქალები ძალიან სერიოზულ ტკივილს განიცდიან
პირველი აქტი მტკივნეული ზოგჯერ ნამდვილად არის ხოლმე, თუმცა არც ისეთი წარმოუდგენელი, როგორც ამას თვითონ ქალები ყვებიან.

ეს ტკივილი იმ შიშის პირდაპირ პროპორციულია, რომელიც გოგონებს ეუფლებათ პირველი სექსუალური კავშირის წინ. რაც უფრო დიდია შიში, მით მეტი შეიძლება იყოს ტკივილი, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მამაკაცზე.

თუ კაცმა იცის, რომ ეს გოგოსთვის პირველი აქტია, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა პატარა დეტალს. პრელუდია უნდა იყოს ხანგრძლივი და ძალიან სასიამოვნო , ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება ტკივილი ქალმა საერთოდ ვერ იგრძნოს.


როდესაც შენ სასურველ პარტნიორთან გექნება სექსი, ის დაინახავს ყველა ნაკლს, რომელიც ასე კარგად ჩანს შიშველ სხეულზე


ნუ ჰო, დაინახავს, რომ ცალი თვალი გაქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლე და თმის მაგივრად თავზე პარიკი გადევს – ეს ისე, ვიხუმრეთ და გვეყოფა.

სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ გარშემომყოფები ისეთებს გვხვედავენ, როგორც ჩვენ საკუთარ თავს აღვიქვამთ. თანაც ასევე გამოკვლეულია, რომ მამაკაცები გაცილებით ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ წვრილმან დეტალების, როგორებიცაა არათანაბარი თეძოს ზომა ან ძუძუს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სხვადასხვანაირი ფორმა. კაცებმა იციან, რომ ასეთ დროს მსგავს დეტალებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

აქტის დროს ხმებს მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გამოსცემენ

ასეთი აბსურდი არაფრით არ დაიჯეროთ! ადამიანი ცხოველისგან მეტყველების და აზრის გამოხატვის უნარით გამოირჩევა, ეს მაშინაც კი თუ მათ სექსი აქვთ. სექსის დროს საუბრები კიდევ ცალკე სიამოვნების წყაროა, რომელიც არავინ არ უნდა მოიკლოს. წარმოიდგინეთ, რამდენი სასიამოვნო და მოსაფერებელი სიტყვისა და ფრაზის თქმა შეიძლება ასეთ დროს.

ნებისმიერი ბგერა და ხმა, რომელიც ბუნებრივად იბადება, არ უნდა იქნეს დათრგუნული. შეგრძნებების გამოხატვა აუცილებელია სექსის დროს. ერთადერთი, რაც აქტისას არ უნდა გააკეთოთ უერთიერთობების გარკვევაა!

მაშ ასე ენდეთ მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და შეგრძნებებს, იყავით თამამები და თავისუფლები!
541 0 0.0

07.03.2014 kvaxadze

სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]