მთავარი » სტატიები » მსახიობები

ტომ ჰენკსი უოლტ დისნეის როლს ასრულებს
ინტერნეტში პირველად გაჩნდა ტომ ჰენკსის ფოტოები, რომლებიც ბიოგრაფიული დრამის ”მისტერ ბენკსის გადარჩენა” გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. ამ ფილმში ოსკაროსანი მსახიობი ცნობილი მულტიპლიკატორის, რეჯისორისა და კინოკომპანია Disney-ის დამფუძნებლის, უოლტ დისნეის როლს ასრულებს.ფილმის სიუჟეტი ეკუთვნის ჯონ ლი ჰენკოკს, რომელიც ეფუძნება რეალურ ისტორიას - უოლტ დისნეი 14 წლის მანძილზე ცდილობდა დაერწმუნებინა ავსტრალიელი მწერალი ქალი პ.ლ. ტრევერსი (ემა ტომპსონი) გაეყიდა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ”მერი პოპინსის” ეკრანიზაციის უფლება. დიდი ხნის დარწმუნების შემდეგ ტრევერსი დანებდა, მაგრამ მოგვიანებით, 1964 წელს, მხატვრული ფილმის წარმატების მიუხედავად ძალიან იმედგაცრუებული იყო და უარი განაცხადა დისნეისთან შემდგომ თანამშრომლობაზე. ფილმის გადაღებები მიმდინარეობს კალიფორინიის დისნეილენდში.

კატეგორია: მსახიობები | დაამატა: ადმინი (13.07.2013)
ნანახია: 688 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]