მთავარი » ფოტოალბომი » 18+ სურათები » რა უნდა გაითვალისწინოს მამაკაცმა ქალიშვილთან სექსი

რა უნდა გაითვალისწინოს მამაკაცმა ქალიშვილთან სექსი

ქალიშვილობის დაკარგვა ბევრი გოგონასთვის ტკივილთან, ინტერესთან, ან უბრალოდ „ ერთ რიგით“ განსხვავებულ დღესთან ასოცირდება.

თუმცა სამედიცინო კუთხით, ქალიშვილობის დაკარგვა სწორედაც, რომ მნიშვნელოვანია გოგონების ცხოვრებაში.

ქალების დიდი ნაწილი ქალიშვილობას საკუთარი სურვილით კარგავს. როცა ქალი მზად თვლის თავს პირველი სექსისთვის, სასურველია დაფიქრდეს სექსის უსაფრთხოებაზე.

უსასფრთხო სექსით კი შესაძლებელია თავიდან აირიდოთ პრობლემები და გართულებები, რომელიც „პირველი ღამის“ შემდეგ დგება.

კარგია, თუ ორივე პარტნიორი გაითვალისწინებს, რომ პირველი სექსის დროს, როცა გოგონა ქალიშვილია, არ მიიღონ ალკოჰოლი.

აუცილებელია გამოყენებული იყოს კონტრაცეფციის საშუალება, რათა თავიდან იქნას არიდებული არასასურველი ორსულობა და სხვა ბევრი დაავადება (ეს იმ შემთხვევაში, როცა წყვილი ერთმანეთის ჯანმრთელობაში დარწმუნებული არ არის).

სექსოლოგები ადამიანებს მოუწოდებენ გარკვეულ ასაკამდე (საშუალოდ 17-20 წლამდე) სექსისგან თავი შეიკავოს,როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რათა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასასურველი ორსულობები იქნას თავიდან არიდებული. ამ პერიოდში ახალგაზრდებს შეუძლიათ, მასტურბაციით, პეტინგითა და კოცნით დაიკმაყოფილონ სექსუალური სურვილები. ამასთან ამ ასაკამდე ქალის ორგანიზმში საშოს სეკრეტის გამოყოფა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული და შესაბამისად პირველი სექსის დროს საჭირო ხდება დამატებით ლუბრიკაციაზე ფიქრი.

მედიკოსები ქალებს, ასევე მამაკაცებს (რომლებსაც სექსი ქალიშვილთან აქვთ) ურჩევენ პირველის სექსის დროს გაითვალისწინონ ჰიგიენური ნორმები.

დასაწყისისთვის კარგია ხანგრძლივი პრელუდია, რათა გოგონა კარგად აღიგზნოს, და სათანადოდ მოდუნდეს. პრელუდიის დროს მამაკაცი უნდა იყოს ნაზი და აკურატული, უხეში მოძრაობები პარტნიორის დაფრთხობის მიზეზი შესაძლოა გახდეს.

უშუალოდ სექსის დროს პოზა უნდა იქნას სწორად შერჩეული. კარგია, თუ ქალს იმდენი სექსუალური განათლება ექნება,რომ სექსის პოზები იცოდეს, შესაბამისად ის აირჩევს თავისთვის სასურველ პოზას. ქალების უმრავლესობა ირჩევს მისიონერულ პოზას (ქალი წევს ზურგზე, ფეხები შესაძლოა მოხრილი ჰქონდეს მუხლის სახსარში და დუნდულების ქვეშ ამოდებული აქვს პატარა ბალიში), ნაწილი კი არჩევს მხედრულს, რათა თავად აკონტროლოს პენისის საშოში შეღწევის სიღრმე და ფრიქციების სისწრაფე. მისიონერული პოზა და დუნდულების ქვეშ ამოდებული ბალიში საქალწულე აპკის ნაწილობრივ დაჭიმვას იწვევს, შესაბამისად დაჭიმული აპკის პენისის შეხებისას შედარებით ადვილად იხევა. თუმცა მხედრული პოზა პირველი სექსის დროს ბევრი ქალის არჩევანია.

პირველი სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა დასრულდეს სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენით, ან აბსოლუტურად უსისხლოდ ჩაიაროს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქალწულე აპკის შენებისა და სისხლმომარაგების თავისებურებები.

პირველი სექსის შემდეგ, სასურველია წყვილმა 4-5 დღე თავი შეიკავოს სექსისგან, რათა ჭრილობა აპკზე შეხორცდეს, თუმცა ეს არ არის აუცილებელი.
602 0 0.0

07.03.2014 kvaxadze

სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]